ამონარიდები ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან – „ფშაველი და მისი წუთისოფელი”
„ალბათ იყვნენ ძველები საქებარი, თორო არავინ შააქებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადვილი არ არის სახლიდან სტუმრის დათხოვა”.
* * *
„ხომ იცით, ცხოვრება ადამიანთა ისეა მოწყობილი, რო საცა სიტკბოა, იქვე მწარე გამოჩნდება, ვარდი უეკლოდ არ მოიკრიფება, სითბოს სიცივე მოსდევს, სიცოცხლეს სიკვდილი”.
* * *
„დამალული ეშმაკისა არიო”.
* * *
„ – უნდა იცოდე, მაშ, ცოლი თუ გინდა, ცოლს ცხოვრებაც უნდა, შვილო; ცხოვრებას კიდევ გარჯა და ჭკვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაა ისეთი სარგებლობა, რასაც ბოლო არა აქვს, რაც კაცს ბოლო დროს ისევ ამოჰშხამდება?”
* * *
„სირცხვილი მოგადგა, სიკვდილი განატრაო…”
* * *
„რა ვუყოთ, ყველა სიკვდილის შვილები ვართ, აქ არავინ დავრჩებით, ყველა იქ წავალთ. წადი და მოგეწევიო, ასეთია ჩვენი სიცოცხლე, წუთისოფელი”.
* * *
„სულიერი კანონია, ჭირის დროს ტირილი”.
* * *
„უფრო ხშირად გრძნობას აზრი და რწმენა ვერ აკავებს, ვერ იჭერს, არამედ მისგან დაჩრდილული, პირზე კლიტედადებული მდუმარებს, ხმის ამოღებას ვეღარა ჰბედავს, როცა კი გრძნობა აღიძვრის და ალამს ააფრიალებს…” – (ავტორი გენია.ჯი)