ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„სახელი სჯობია ყველაფერს, შვილო!” – მიხეილ ჯავახიშვილი (კვაჭი კვაჭანტირაძე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ნათქვამია: „ქმარი ცოლისთვის ქვის გალავანიაო”. ჰოდა, იცოდეთ: თუ მტკიცეა გალავანი, ვერ გაანგრევ, თუ მაღალია, ვერ გადაახტები”. – მაქსიმ გორკი (არტამონოვების საქმე)
* * *
„არავინაა, წმინდა ადამიანო!” – ალფონს დოდე (წერილები ჩემი წისქვილიდან)
* * *
„ – თელი ქვეყანა ჩემი სამშობლოა! საცხა განვითარებული ქვეყანაა, იგია ჩემი საცხოვრებელი. მე მიყვარს კულტურა, ცივილიზაცია, პროგრესი, სუფთა ქუჩა, მოკრიალებული ბინა, კაი-კაი გასართობი. მომწონს გახამებული პერანგი, ცილინდრი, ლაკირონის ფეხსაცმელი. მიყვარს ჯიშიანი, გარეცხილ-გაბანებული ქალები, ფარჩის საცვალი რომ აცვიათ და იმ საცვალს კვირაში ორჯერ მაინც რომ გამოიცვლიან”. – მიხეილ ჯავახიშვილი (კვაჭი კვაჭანტირაძე)
* * *
„ადამიანი არ უნდა დაეთანხმოს იმ ხალხის შეფასებას, რომელსაც შენი სისხლის მეტი არაფერი უნდა, თქვენ უნდა დაიფასოთ თავი და დაიფასოთ არა მტრებისათვის, არამედ მეგობრებისათვის…” – მაქსიმ გორკი (დედა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოკვდავის უმაღლესი დიდება – უკვდავებაა!” – ბერნჰარდ კელერმანი (ცისფერი ლენტი)
* * *
„მადლობის გადადება რა საკადრისია!” – მიხეილ ჯავახიშვილი (კვაჭი კვაჭანტირაძე)
* * *
„ყველაფერი შენ რომ გამოსთხოვო უფალს, სხვას რაღა დარჩება?” – მაქსიმ გორკი (არტამონოვების საქმე)
* * *
„ – დამიჯერე: მხიარულება ყველა უბედურების მკურნალია”. – მაქსიმ გორკი (არტამონოვების საქმე)
* * *
„ღმერთები განაგებენ ბედ-იღბალს, ერთი გრამი ბედნიერებისათვის ტონა ტანჯვა-წამებას მოითხოვენ”. - ბერნჰარდ კელერმანი (ცისფერი ლენტი) – (ავტორი გენია.ჯი)