ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „კაენი”
„კაცობრიობის ისტორია კაცსა და ღმერთს შორის წარმოქმნილი გაუგებრობის ისტორიაა, რამეთუ არც მას ესმის ჩვენი და არც ჩვენ გვესმის მისი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცნობილი გახლავთ, რომ ხორცი სუსტია და დაცემული, რაშიც კაცმა რომ თქვას, თვით მას ბრალი სულაც არ მიუძღვის, რამეთუ სწორედ სული, რომელსაც ევალება, ყოველგვარ ცდუნებას წინ აღუდგეს, პირველი გამოფენს ხოლმე თეთრ დროშას დანებების ნიშნად”.
* * *
„ჩემი დაკვირვებით ამქვეყნად კეთილი ხალხი ცოტაა”.
* * *
„პროგრესის მდინარება არასდროს ჩერდება და ფატალურად გარდაუვალია სიკვდილივით. ანდა სიცოცხლესავით”.
* * *
„ადრე თუ გვიან ყველა ყველაფერს გაიგებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა აღარ დაესიზმრება კაცს”.
* * *
„არასდროს” „გვიანის” ანტონიმი არ გახლავს”.
* * *
„მთელი მარილი წვრილმანებშია”.
* * *
„ – პასუხისმგებლობას, ჩემო ბიჭო, ვინ გაჰქცევია”.
* * *
„კაცნახევარი არ სჯობია მარტო სიარულს?” – (ავტორი გენია.ჯი)