ამონარიდები ჟოზე სარამაგუს რომანიდან – „კაენი”
„ტყუილის ბილიკი დასაწყისში ვიწროა, მაგრამ მუდამ გამოჩნდება ვინმე, ვინც მის გაფართოებას მოინდომებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეტყობა, ომი ერთობ სარფიანი წამოწყებაა, შესაძლოა, ქვეყნად ყველაზე სარფიანიც კი, რადგან სარფა იოლად იშოვება, თუმცა, უფრო ზუსტად, კი არ იშოვება, ძალადობით, სამხედრო ძალის გამოყენებით მოიპოვება”.
* * *
„უფალთან ხუმრობა სიკეთეს არასდროს მოიტანს”.
* * *
„ღვთის ცხოვრება არც ისე სიამტკბილობაა, თქვენ რომ გგონიათ, და ღმერთი, იმის საპირისპიროდ, თქვენ როგორც ფიქრობთ, ყოველთვის ვერ იყენებს თავის ღვთის ნებას, ან კიდევ ყოვლისშემძლეობის პრივილეგიას”.
* * *
„რაც შეუძლებელია, იმას ვერც შეძლებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოღალატეებზე საზიზღარი ქვეყნად არავინ არის”.
* * *
„სიცრუე ჭამას და ფხანას ჰგავს – დაიწყებ და ვეღარ გაჩერდები”.
* * *
„ჩვენ გვგონია, რომ ასე არ არის, მაგრამ თურმე სინამდვილეში მომავალი დიდი ხნის დაწერილია, ეს ჩვენ არ ძალგვიძს ამ ჩანაწერის ამოკითხვა”.
* * *
„იცი, უკვე, წესადაც იქცა, რომ ცოდვილები აშავებენ, მართლები კი ზღვავენ”.
* * *
„ღმერთს ბოროტობა არ სჩვევია, რომ ბოროტობდეს, მაშინ ღმერთი არ ერქმეოდა, ბოროტებისათვის კი ეშმაკი არსებობს ქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)