ამონარიდები კარლოს ფუენტესის რომანიდან – „დამშვიდებული სინდისი”

„მაცხოვარი ყველასთვის მოკვდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მთელი სიცოცხლე, დროის გარკვეულ მონაკვეთში, არსებობს რაღაც ჩავარდნები, შუალედები, როცა მეხსიერებიდან ამოვარდება ხოლმე საათები, დღეები, არსებობის მთელი ნაწილებიც კი”.

* * *

„ალბათ, ძნელი წარმოსადგენია უფრო დიდი, მნიშვნელოვანი ზეიმი, ვიდრე ბეთლემის ღამე, რამეთუ ამ დღეს ხორცს ისხამს ყოველი, რაც შობით არის ნაწინასწარმეტყველები”.

* * *

„ცხოვრების ძირითადი კანონი რეალური დრამების მიჩუმათებაა”.

* * *

„ოჯახი და რელიგია” – აი, ადამიანის მთავარი განძი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმერთს გულში უნდა სცე პატივი და არა საჯაროდ, ყველას დასანახად”.

* * *

„ჩვენ გონიერება და პიროვნების უფლებების პატივისცემა დავკარგეთ”.

* * *

„ხალხი, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის რჩეული, უკეთესი ხვედრის ღირსია”.

* * *

„ვინც თავის ძმებს შეიყვარებს, მუდამ იცოცხლებს მათში”.

 

„ღმერთი და ჩემი უფლება” – ხალხს რომ ეს დევიზი ახსოვდეს, რამდენად ნაკლები სისაძაგლე მოხდებოდა ამქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>