ამონარიდები ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „გრაფი მონტე-კრისტო”
„სასიკვდილოდ განწირულს ყველაფერი შესაძლებლად ეჩვენება, თვით სასწაულიც კი, როცა საქმე ეხება მის გადარჩენას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალი წმინდა არსებაა, ხოლო ქალი, რომელიც გიყვარს, ორმაგად წმინდაა”.
* * *
„საზოგადოება ადვილად იღებს უცხოელებს და იმის მიხედვით კი არ ექცევიან, რაც სინამდვილეში არიან, არამედ იმის მიხედვით, როგორიც სურთ იყვნენ”.
* * *
„სხვათა შორის, ყველაზე მახინჯი სულის ადამიანებიც კი დაუშვებლად თვლიან ბოროტებას, რომელსაც რაიმე ინტერესი არ უდევს საფუძვლად”.
* * *
„მომაკვდავთა სურვილის შესრულება პირველი შესაწირავია, რომლითაც მათი საფლავი უნდა შევამკოთ”.
* * *
„იდეები არ კვდება, ისინი ზოგჯერ თვლემენ, მაგრამ გაღვიძების შემდეგ უფრო ძლიერდებიან, ვიდრე დაძინებამდე იყვნენ”.
* * *
„განა ბუნებრივი არ არის, რომ შეშლილი, რომელმაც არ იცის თავისი სიგიჟე, ამტკიცებს, რომ შეუძლია იმის გაკეთება, რაც მის ძალ-ღონეს აღემატება? სუსტი ლაპარაკობს იმ მძიმე ტვირთზე, რომელსაც ის სწევს, მოშიშარი – გოლიათებზე, რომელსაც ის ამარცხებს, – ღარიბი – საგანძურზე, რომელსაც ფლობს, ყველაზე ბეჩავ სოფლელს თავი იუპიტერად წარმოუდგენია”.
* * *
„იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მწუხარება კლავს ადამიანს, მაგრამ კლავს არა ერთ დღეში, არა ერთ საათში, არა ათ წუთში”.
* * *
„ვნება თვით ყველაზე დინჯი გონების ადამიანებსაც კი აბრმავებს”.
* * *
„უიმედო დარდი მათ გამოადგებათ, ვინც თანახმაა, დამშვიდებით იტანჯოს და ცრემლებად დაიღვაროს. არიან ასეთი ადამიანები და ღმერთი, ალბათ, ზეცაში მადლში ჩაუთვლის ამ მიწიერ მორჩილებას. მაგრამ ის, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, ძვირფას დროს არ კარგავს და ბედისწერას მყისვე დარტყმით უპასუხებს”. – (ავტორი გენია.ჯი)