ამონარიდები მაქსიმ გორკის რომანიდან – „დედა”
„ყოველგვარი მკვლელობის მიზეზი შემიძლია გავიგო, მაგრამ წამება იმისათვის, რომ სეირს უყურო, – არ მესმის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საზოგადოება, რომელსაც ადამიანი მხოლოდ თავისი გამდიდრების იარაღად მიაჩნია, არაადამიანურია”.
* * *
„ – ადამიანი სახით ღვთის მსგავსად არის შექმნილი, მაგრამ აი, ხომ ხედავთ, რისთვის და როგორ იყენებენ…”
* * *
„ხალხს თვითონ ჯერ კიდევ არ შეუძლია ჭეშმარიტების გაგება…”
* * *
„არის შემთხვევები, როცა კაცს კი არ უნდა ემუდარო, არამედ უნდა აიძულო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანები უფრო სულელები არიან, ვიდრე ბოროტები, ხედავენ მარტო იმას, რაც ახლოა მათთან, რისი აღებაც მათ ამ წუთში შეუძლიათ. მაგრამ ყველაფერი, რაც ახლოსაა – იაფია, ძვირფასი კი მხოლოდ შორეულია”.
* * *
„ყველა – ყველასათვის, ყველაფერი – ყველაფრისათვის!”
* * *
„ – სიღარიბე, შიმშილი და ავადმყოფობა, აი, რას ღებულობს ხალხი მუშაობის სამაგიეროდ”.
* * *
„მკვდრეთით აღმდგარ სულს ვერ ჩაკლავთ!”
* * *
„ყველასათვის სასარგებლო და სასიამოვნო იქნებოდა, ცხოვრება რომ სხვაგვარი, უფრო ადვილი, ხალხი კი უფრო გონიერი იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)