ამონარიდები სელმა ლაგერლეფის რომანიდან – „ლიოვენშოლდების ბეჭედი”
„ – ეჰ, ჩემო ბიძაშვილო, აბა, რა გაგვეგება ჩვენ იმისა, რაც ბუნებაში ხდება? რატომ უმართლებს ცხოვრებაში ერთს და მეორეს – არა? და რამდენია ამქვეყნად მოუნანიებელი დანაშაული, გამოსყიდვას რომ ელოდება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სხვა რამ კი არა, მხოლოდ უგუნური ლტოლვა მიწიერი კეთილდღეობისადმი არის ადამიანთა უმეტეს უბედურებათა მიზეზი. თუ სულ მცირედსაც იკმარებ, არ გაცდუნებს ანგარებიანი მისწრაფებანი, არ გამოიჩენ ისეთ გულნამცეცობას, რომ ესწრაფოდე შენს მოყვასზე უმეტეს აღზევებას. აი, ეს არის ამქვეყნიური ბედნიერების მოპოვებისა და იმქვეყნიური ნეტარების დამკვიდრების ჭეშმარიტი გზა”.
* * *
„ – გაზაფხულის მზეს, ალბათ, მართლაც გასაოცარი ძალა აქვს. წარმოიდგინე, სიცოცხლე იღვიძებს ყველგან, სადაც კი მისი სხივი მოეფინება. ეს რაღაც ჯადოქრობას ჰგავს. გაზაფხულის სხივები თან გრილი და ნაზია, ამასთან, ბევრად ძლევამოსილი, ვიდრე ზაფხულის მზის ნათება, რომელიც ზედმეტად მწველია, ან შემოდგომის შუქი, რომელსაც მხოლოდ ჭკნობა და სიკვდილი მოაქვს”.
* * *
„ღარიბი კაცის საშველი როდის ყოფილა”.
* * *
„ბევრის ნატვრა ცოდვად ითვლება, რაც გაქვს, იმას უნდა დასჯერდე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუღარ მივსტირით იმას, რისი გამოსწორებაც აღარ შეიძლება, ვიყოთ კეთილგონიერები”.
* * *
„ბედნიერებაა უცქირო, როგორი მონდომებით ეწაფებიან ყვავილები და ბალახი მზის სინათლეს”.
* * *
„აბა, ვინ იქნება ისეთი შტერი, სიზმარში ნანახის გამო ჯავრით თავი მოიკლას”.
* * *
„ჩვენს თვალებს ერთი ფრიად არასასიამოვნო თვისება აქვთ: უმოწყალო სიმკვრივით აღბეჭდავენ განსაზღვრულ სურათებს, რათა დროდადრო ისინი ხელახლა დაგვანახონ”.
* * *
„ცხოვრება წინ მიგვაქანებს, იქით, სადაც რაღაც უფრო დიდი და ძლევამოსილი გველის”. – (ავტორი გენია.ჯი)