ამონარიდები ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „გრაფი მონტე-კრისტო”
„როდესაც გიჟებს შორის ცხოვრობ, შენც უნდა ისწავლო სიგიჟე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ადამიანები, რომლებიც უსაზღვროდ გატანჯულან, მაგრამ არათუ მომკვდარან, არამედ ცხოვრება თავიდან დაუწყიათ ბედნიერების იმ ნანგრევებზე, რომელსაც მათ ზეცა ჰპირდებოდა, იმედის იმ ნამსხვრევებზე, რომელიც ღმერთმა მისცა”.
* * *
„ყური უგდე შენი სინდისის ხმას”.
* * *
„ – ჩაშლილი ქორწინება, მოგეხსენებათ, ყოველთვის მეტ ჩრდილს საპატარძლოს აყენებს, ვიდრე სასიძოს”.
* * *
„მე უდიდეს ღირსებად ვთვლი შეცდომის აღიარებას”.
* * *
„ადამიანს ორი მხედველობა აქვს: ხორციელი და სულიერი; ხორციელ მზერას ავიწყდება, მაგრამ სულისას ყოველთვის ახსოვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ბევრი რამაა დასაშვები”.
* * *
„რჩევის მიცემა, მომსახურებაზე უფრო ძნელია”.
* * *
„დიპლომატობის შესწავლა არ შეიძლება, ამისათვის უნდა გქონდეთ ალღო…”
* * *
„ – ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ორი გრძნობა, რომელთა გამო ადამიანებს მადა ეკარგებათ: მწუხარება და სიყვარული”. – (ავტორი გენია.ჯი)