ამონარიდები ვაჟა-ფშაველას დრამიდან – „მოკვეთილი”
„თუ კარგი ხარ, სუ კარგი უნდა იყო, თუ არა-და, ნახევარი კარგი, ნახევარი ცუდი – ეგ როგორღაც არ მამწონ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეუმცდარი მარტო ღმერთია”.
* * *
„თუ გულია, მკლავიც არის მაშინ, თუ გული არ არის, ცარიელი მკლავი ვერას იზამს”.
* * *
„ვის არ მოსწონ და არ უყვარს თავისი თავი, ვის არ ეძვირება თავისი ნამუსი!”
* * *
„ – აი ეს ხო ნადირია, მგელია, მტაცებელია, მჭამელი სხვისა სარჩოსი – და როგორ უყვარს თავის შვილები, მოგეკლეინათ შვილების გულისათვი, ეგებ იმათ რამ მიუტანო, სიმშილით არ დამეხოცნონო… აბა მოდით, გავამტყუნოთ, რა ექნა მაშ ამ ბეჩავსა? მართალია, გვაზარალა, გული გვატკინა, მაგრამ მაინც ისივ იმას ვიტყვი: რა ქნას, ჩვენ იმაზე მდიდრები ვართ, მეტი ჭკვა გვაქვ, მეტი მოხერხება, ამან ემის მეტი არა იცის, ეს დაუწერია ამისთვის ღმერთსა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაზედაც ხელი არ მიუდის ვაჟკაცს, თუნდ რიყის ქვა იყოს, ხელი არ უნდა მიაწვადოს, და მემრე დედაკაცს?!”
* * *
„თოფმა სთქვა – ჩემსა წამალსა შვიდპირად უნდა დუღილი, – შორს ვიცი კაცის სიკვდილი, ზედ ვიცი ჭექა-ქუხილიო”. თოფით ომს ლაზათი კი აქვს, მაგრამ ტყვია ოხერი ბევრს კაი ყმას აფუჭებს წინასწარობით”.
* * *
„ – განა ხალხის სამართალი, დედავ, მუდამ მართალია?”
* * *
„ქალის გულისათვი ვაჟკაცმა სახელი როდი უნდა გაიფუჭოს”.
* * *
„ჯავრი ძნელია!” – (ავტორი გენია.ჯი)