ამონარიდები ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „გრაფი მონტე-კრისტო”

„ – მას შემდეგ, რაც მე დავეცი – იქნება იმაზე დაბლა, ვიდრე სხვები – მას შემდეგ ადამიანებს ვაშიშვლებ, რათა ვიპოვო ჩირქოვანი წყლული და მე მას ყოველთვის ვპოულობ. უფრო მეტს ვიტყვი, მე მას ვპოულობ სიხარულით, აღფრთოვანებით. ესაა ადამიანური სისუსტის ან ბოროტების ნიშანი.

ყოველი ადამიანი და ყოველი ბოროტმოქმედი, რომელსაც მე ვსჯი, ჩემთვის ცოცხალი მაგალითია, კიდევ ერთი ზედმეტი საბუთია იმისა, რომ მე ბილწი გამონაკლისი არა ვარ. რას იზამ, ყველა ადამიანი ბოროტია, ქალბატონო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კანონი ბრძანებს და როდესაც კანონი ბრძანებს, ის სჯის”.

* * *

„ყოველი ჭკვიანი ადამიანის ტვინში გაბატონებული აზრი ყველაზე გვიან იძინებს და ყველაზე ადრე ანათებს გამოღვიძებულ გონებას”.

* * *

„ამქვეყნად ყველაზე სწრაფად ჟანდარმს ამჩნევს ხოლმე ადამიანი, თვით სინდისშეუშფოთებელიც კი, ხოლო რაიმე მიზეზის გამო სინდისდამძიმებული ადამიანისათვის მისი მუნდირის ყვითელი, ლურჯი ან თეთრი ყველაზე საშინელი ფერებია”.

* * *

„უბედურებას მე იმას ვუწოდებ, რაც გამოუსწორებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არის ბოროტმოქმედება, რომელიც დაუსჯელი რჩება იმიტომ, რომ ცნობილი არ არის მისი ჩამდენი და დამნაშავის ნაცვლად შეიძლება უდანაშაულო დაისაჯოს”.

* * *

„ამქვეყნად არ არის არც ბედნიერება და არც უბედურება, ერთიცა და მეორეც შედარებითია”.

* * *

„სიკვდილი, ისევე როგორც სიცოცხლე, ტკბობაც არის და წამებაც. მთავარია, იცოდე მისი საიდუმლოება”.

* * *

„ – უნდა ნახო სიკვდილი, მაქსიმილიან, რომ გაიგო, რა კარგია სიცოცხლე!”.

* * *

„ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ დადგება დღე, როდესაც ღმერთი კაცობრიობის წინაშე მომავლის ფარდას ჩამოგლეჯს და მთელი საკაცობრიო სიბრძნე ორიოდე სიტყვით გამოიხატება: „ელოდე და იმედი იქონიე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>