ამონარიდები ჟიულ ვერნის რომანიდან – „კაპიტან გრანტის შვილები”
„რაც უნდა ბევრი იცინოთ, მაინც ისე ვერ დამცინებთ, როგორც მე დავცინი ჩემს თავს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთმა ისეთ ადგილას ნუ მოგვახვედროს, სადაც არა გვესაქმება რა!”
* * *
„ – შედარებებით მსჯელობა ძალიან სახიფათოა. დაიხსომე კარგად და ცხოვრებაში მუდამ ერიდე შედარებებით მსჯელობას. შედარება ყველაზე სახიფათო რიტორიკული ფიგურაა”.
* * *
„არის ვითარებები, როდესაც მთელი ქვეყნიერების დავიწყებაც არ დაეძრახვის ადამიანს!”
* * *
„დედამიწაზე ბედნიერება იშვიათია და მისი პოვნა ძნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ფილოსოფიური მოთმინებით ყველაფრის ატანა შეიძლება”.
* * *
„რაც უფრო მარტივად ცხოვრობ, იმდენად უფრო ნაკლები მოთხოვნილება გაქვს. ესე იგი, ბედნიერი ხარ”.
* * *
„სიკვდილმისჯილი ადამიანი ყოველთვის ცდილობს ცოტა მაინც შეაგვიანოს თავისი სიკვდილით წუთი”.
* * *
„არის ისეთი გარემოება, როდესაც ადამიანი უღონოა”.
* * *
„ადამიანი მზად უნდა იყოს გამოიყენოს ის, რასაც გარემოება აწვდის. თუ კარგი რამეა, მაგას რა სჯობია, მაგრამ თუ ცუდია – არც იმას უნდა დაემდუროს!” – (ავტორი გენია.ჯი)