ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „საბრალონი”
„ყველგან და ყოველთვის, და მრავლადაც არის, იმისთანა კაცი, რომელსაც მაყურებლად ყოფნა უყვარს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორც ზღვას ვერ დაუშლით ეხეთქებოდეს ნაპირს, ისე ფიქრს ვერ დაუშლით ერთსა და იმავე იდეას უბრუნდებოდეს”.
* * *
„ადამიანი რომ დააჯერებს თავს რამეში, ისე გაჯიუტდება, ღმერთიც ვეღარ გადაათქმევინებს”.
* * *
„სხვენი, სარდაფი, მიწის ქვეშა ორმოები, ეს ქვემო ნაწილი ჩვენი საზოგადოებრივი წყობილებისა, სადაც თავშესაფარს ჰპოვებს გაჭირვებული ადამიანი, ჯერ კიდევ ნამდვილი სასაფლაო არ არის, ეს არის მხოლოდ მისი კარიბჭე. როგორც მდიდარმა კაცმა იცის, მთელ თავის სიმდიდრეს გამოფენს ხოლმე წინა დარბაზში, ისე სიკვდილმა იცის, რომელიც გვერდით უდგას სიმდიდრეს: თავის წინა დარბაზში აგროვებს უკიდურეს გაჭირვებას”.
* * *
„ღმერთი ისევე აღელვებს სინდისს, როგორც ოკეანეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პირველი წმინდა მოვალეობა ადამიანისა არის სხვისთვისაც ზრუნვა”.
* * *
„კაცის კვლაზე უარესია კაცის ზნეობრივი, სულიერი სიკვდილი”.
* * *
„სიტყვა არასდროს არ არის ისეთი ძალუმი და იდუმალი, როგორც ადამიანის ფიქრი”.
* * *
„ნუთუ ბედისწერაც ისევე ულმობელია, როგორც მოაზროვნე ადამიანი და ისევე უდიერი, როგორც ადამიანის გული?”
* * *
„ასაზრდოვე გაჭირვებულნი!” – (ავტორი გენია.ჯი)