ამონარიდები გურამ რჩეულიშვილის პიესიდან – „იულონი”
„ჩვენი, ქართველების, უმეტესობა ყველა დარგში თანაბრად ნიჭიერი ხალხია, ხოლო ყველაფერში თანაბრად ნიჭიერ კაცს არ შეიძლება ჰქონდეს თავისი ნამდვილი საქმე – ის აქვს მხოლოდ ცალმხრივად ნიჭიერ კაცს და გენიოსს, რომელიც, ჩემი აზრით, ცალმხრივად განვითარებული კაცის უმაღლესი ფორმაა, ამიტომ არის ჩვენთან ასე იშვიათი ცალმხრივად განვითარებული კაცი და გენიოსი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველთვის დარჩება სხვისთვის რაღაც გაუგებარი”.
* * *
„მე მაინტერესებს, ვინ წამართვა უფლება, ვილაპარაკო ჩემს თავზე”.
* * *
„ძალიან ძნელია, სხვას რამე დააბრალო”.
* * *
„ერთხელ ვინც დაკარგა თავმოყვარეობა და მოითმინა, ის მოითმენს იმდენჯერ, რამდენჯერაც დადგება მოთმენის საჭიროების წინაშე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სასამართლოსათვის დამცველ-ბრალმდებელთა სულიერი სამყაროს გაცნობა ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს”.
* * *
„ის, რაც შეუძლია გააკეთოს ერთმა ადამიანმა, შეუძლია გააკეთოს ყველამ უკლებლივ”.
* * *
„ყველაფერი გავიგე და არაფერი არ მესმის”.
* * *
„არის წუთები, როცა ჩვენ ყველანი ერთნაირად ვხედავთ საგნებს”.
* * *
„არტისტულობა, ჩემი აზრით, არის სუფთად ჩვენი ქართული ბუნება”. – (ავტორი გენია.ჯი)