ამონარიდები გურამ რჩეულიშვილის პიესებიდან…

„გული, ჰო, გული. ეგეთი ზუსტი სასწორი არ გამოგონილა ამ ქვეყანაზე”. – (სალომე და გურამი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძნელია იხედებოდე შენი სულის სარკეში. თანაც დიდია ცდუნება შიგ ჩახედვისა”. – (სურამის ციხე)

* * *

„მარტივ ადამიანს გაცილებით კარგად ესმის ჭეშმარიტება, ვიდრე მრავალმხრივად განვითარებულს”. – (იულონი)

* * *

„ოოჰ, ბედისწერავ, უსამართლო, რისთვის გვაგონებ ჩვენ ავ საქმეთ, …წვრილმან შურსა, რისთვის გვასწავლი ასე იოლად გზას ბოროტისაკენ და არ გვიტოვებ უკან დასახევ არც ერთსა ბილიკს”. – (სურამის ციხე)

* * *

„რაც უნდა იყოს, ცუდი ცოცხალი სჯობია კარგ მკვდარს”. – (პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღვინოს წარსულში გადაჰყავს კაცი”. – (სურამის ციხე)

* * *

„მკვდარი – მკვდარია, გინდ შეიცოდე, გინდა გაკიცხე”. – (პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით)

* * *

„რა ვერაგია ხალხი ბუნებით”. – (სურამის ციხე)

* * *

„სიკვდილის მოლოდინი – ათასჯერ უარესია, ვიდრე თვითონ სიკვდილი”. – (პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით)

* * *

„დარდისგან კაცი უმეტესად კეთილი ხდება, გულისხმიერიც”. – (პიესა, ორიგინალური ბოლოსიტყვაობით და ანდერძით) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება