ამონარიდები გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებიდან…

„ასეთია ადამიანის ბუნება, პირს უკან არ ერიდებიან ერთმანეთს”. – (მატარებელი სტეპში) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მართალია, ქართველი კაცი არ უნდა მათხოვრობდეს”. – (ზამთარი იწყება)

* * *

„ყველა ადამიანი მუდმივად ცხოვრობს, ყოველ შემთხვევაში, მისი მარადიულობა ის წლებია, რომელსაც გაატარებს ამ ქვეყანაზე”. – (ასვლა)

* * *

„ხალხი გაუმაძღარია გართობისადმი ლტოლვაში”. – (შუა ზაფხულში ყველგანა ცხელა)

* * *

„საერთოდ, მშობლიური ადგილიდან დაშორებისას ყველაზე ძნელია პირველი დღე, პირველი კვირა”. – (ნათელა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიზმარში ადამიანს ქვეშეცნეულად კიდევა აქვს იმედი, რომ გაიღვიძებს, ეს იმედი ყოველთვის დევს გონების კუნჭულში სიზმრის გვერდით”. – (შაშას რევოლუცია ანუ რევოლუცია ორთაჭალაში „ბამბის რიგეზე”)

* * *

„ქალი, რა უშნოც უნდა იყოს, მაინც ქალია”. – (ნათელა)

* * *

„კარგი ვაჟკაცი ყოველთვის მომთმენია”. – (საბავშვო)

* * *

„ – ზოგს ერთი რამ გაქვთ კარგი, ზოგს მეორე, მაინც ყველას გგონიათ, რომ სხვას რაღაცით ჯობიხართ”. – (ციგნის ქალი და ოთხი ბიჭი)

* * *

„არის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია არ იყოს ყურადღების ცენტრში ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაში, არ დაიჩემოს ერთგვარი პირველობა, რაგინდ უაზრო და არაფრის მთქმელი იყოს ის, საერთოდ, ზოგადად და გინდაც კონკრეტულ მომენტში”. – (საიდან მოვდივარ, სად მივდივარ) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>