ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”

„ჭკვიანები ისე აჭახრაკებენ თავიანთ დანაშაულს, მათ მაგიერად სულელები გაებმებიან ხოლმე მახეში”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიმოკლე ამშვენებს ხანდახან სათქმელს”.

* * *

„ვისაც უმცირესზედაც აღმატებულად თავი მოაქვს, სწორედ იგია ქედმაღალი”.

* * *

„ – მეფეებს ასე გჩვევიათ, თუ მართლის მთქმელი იმ დღეს დაინდეთ, სამი წლის შემდეგ სამგზის აზღვევინებთ სიმართლისათვის”.

* * *

„მლიქვნელების თათბირები არც ერთ მეფეს გამოსდგომია ჯერაც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს”.

* * *

„გადაჭარბებულ სიფრთხილეს თან სდევენ მოჩვენებანი’.

* * *

„მარტოსული არასოდეს იქნება მთელი”.

* * *

„მეფეებსა და შლეგებს ზნედა სჭირთ ხოლმე, სხვაზე აღმატებულად შერაცხავენ თავის თავს და ვინც მათ გაუტოლდება, თავს წააცლიან უთუოდ”.

* * *

„მხოლოდ მოცლილებს ემარჯვებათ გამიჯნურება!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება