ამონარიდები დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”
„ამ ქვეყნად ყველა ერთნაირია, ესაა, ზოგი ჭკვიანია და ზოგი უჭკუო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უკვდავება თუნდაც იმიტომ მომენიჭება, ღმერთი არ იქნება ისე უსამართლო, გულში ჩამიქროს მისი სიყვარულის ერთხელ ანთებული ლამპარი: სიყვარულზე ძვირფასი კი განა რა არის? სიყვარული ყოფიერებაზე მაღლა დგას. სიყვარული ყოფიერების გვირგვინია და შეიძლება კი ყოფიერება მას არ ჰმონებდეს? თუ მე შევიყვარე იგი და სიხარული მომგვარა ამ სიყვარულმა, შეიძლება კი გამაქროს მეც, ჩემი სიხარულიც და არად გვაქციოს? თუ ღმერთი არის, მეც უკვდავი ვარ!”
* * *
„არის წუთები, როცა ადამიანი შიშისგან ისეთი ხმით დაიყვირებს, მისგან რომ არც მოელი და კიდეც შეგზარავს”.
* * *
„სიცოცხლის ყოველი წამი და წუთი ადამიანისთვის დიდი ნეტარება უნდა იყოს… უთუოდ უნდა იყოს! ადამიანი მოვალეცაა ასე მოაწყოს ცხოვრება. ეს სიცოცხლის კანონია, ფარული, მაგრამ ჭეშმარიტი კანონი…”
* * *
„პატიოსანი მუდამ სანთლით საძებარი იყო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თუ ღმერთი არის, ყველაფერი მისი ნებაა და მის ნებას ვერ გადავალ, თუ არ არის, ყველაფერი ჩემი ნებაა და მოვალე ვარ, ჩემი თვითნებობა გამოვავლინო”.
* * *
„ყოფიერების ერთადერთ კანონს ის შეადგენს, ადამიანს მუდამ შეეძლოს მუხლმოდრეკა უსაზომოდ დიადის წინაშე. ადამიანებს რომ ეს უსაზომოდ დიადი წაართვა, ისინი ვერ იცოცხლებენ, სასოწარკვეთა მოუღებთ ბოლოს. უსაზღვრო და უსასრულო ისევე აუცილებელია ადამიანებისთვის, როგორც ის პატარა პლანეტა, სადაც ადამიანი ცხოვრობს”.
* * *
„ადამიანმა უნდა იცოდეს და სწამდეს, რომ არის სადღაც უკვე სრულქმნილი ბედნიერება ყველასთვის და ყოველივესთვის, რაც მისთვის საკუთარ ბედნიერებაზე უფრო მეტად საჭიროა…”
* * *
„შიში დიდი ღვთის რისხვაა ადამიანისთვის…”
* * *
„რაც უპატრონოდ გდია, სირცხვილია ხელიდან გაუშვა”. – (ავტორი გენია.ჯი)