ამონარიდები უილიამ თეკერეის რომანიდან – „ამაოების ბაზარი”

„როცა ზოგიერთი მამაკაცი, მოწყალეო ქალბატონებო, შეყვარებულია, თუნდაც თავისი თვალით ხედავდეს ანკესს, კანაფს და ყველა ხელსაწყოს, რომლითაც იგი უნდა იგდონ ხელთ, ის მაინც წამოეგება სატყუარას – მაინც მივა მასთან, მაინც გადაყლაპავს! და კიდეც ამოჰკრავენ ანკესს, გადმოტყორცნიან ხმელეთზე და მოჰყვება იქ პირდაფჩენილი უმწეო ფართხალს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მე შემიძლია ავიტანო სიღატაკე, მაგრამ არა სირცხვილი; შემიძლია ავიტანო განაპირება, მაგრამ არა შეურაცხყოფა”.

* * *

„ასეთია ადამიანების ხვედრი – თუ თავად არავინ გიყვარს, არც ნამდვილი მეგობარი გეყოლება ოდესმე”.

* * *

„კარგ საზოგადოებაში კაცი არ ასცდება გზას”.

* * *

„ – ოჰ, ეს ქალები! ისინი ელოლიავებიან და გულში იხუტებენ თავიანთ წინათგრძნობებს და ყველაზე ავ ფიქრებს ისე შეიტკბობენ, როგორც მახინჯ შვილებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ერთმა ცინიკოსმა ფრანგმა თქვა, სიყვარულში ორი მხარე მონაწილეობს: ერთს უყვარს, მეორე კი მხოლოდ თავს უყადრებს, რომ უყვარდეთო”.

* * *

„ზოგ ქალს ეს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. ზოგი ხრიკებისათვის არის შექმნილი, ზოგი – სიყვარულისათვის. და ვუსურვებ ამის წამკითხველ ყველა პატივცემულ უცოლოს, ამათში რომელი ჯურისაც უფრო მოსწონს, ის ამოერჩიოს”.

* * *

„არ ძალმიძს თაყვანისცემა და აღტაცება არ გამოვთქვა, როცა გავიფიქრებ, რა მშვენიერი, ხანგრძლივი და მტკიცე რამ არის სიყვარული ამ ჩვენს წუთისოფელში”.

* * *

„იმ წინათგრძნობათაგან, რომელიც ზოგ ადამიანს ყოველთვის მოეპოვება, ზოგი უეჭველად ახდება ხოლმე”.

* * *

„სანამ დაბერდებოდე, ისწავლე სიყვარული და ლოცვა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>