ამონარიდები გურამ რჩეულიშვილის მოთხრობიდან – „საიდან მოვდივარ, სად მივდივარ”
„მთავარია, იაზროვნო!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ო, რა წვრილმანებში მჟღავნდება უდიდესი ვნებები ჩვენს საქართველოში”.
* * *
„ქართველისათვის არ არსებობს სიამოვნების შეგრძნება თავისთავად, თავისთვის, ის უნდა იყოს პირველი, ოღონდ აქაც არ არის კმაყოფილი, რადგან გრძნობს ქვეშეცნეულად, რომ საზოგადოდ მაინც არ არის სულ პირველი”.
* * *
„უცნაური ხალხია ქართველები, მათთვის არ არსებობს თავისთავად, სხვისგან დამოუკიდებლად, სხვასთან დაუპირისპირებლად, სიამოვნების შეგრძნება, განცხრომა ან ნეტარება”.
* * *
„აბსოლუტურად მოკლებულია ქართველი მორჩილების შეგრძნებას და დაუსრულებლივ სავსეა იმ გრძნობით, რომ პირველი იყოს თვითონ”.
* * *
„შეჯიბრი თავისთავად მიზანია!”.
* * *
„წარმოიშვება ხოლმე ისეთი შეგრძნებაც, როცა ორივე მხარე გრძნობს, რომ ერთმანეთი არც უნახავთ და თითქოს ვერც ნახავენ ვერასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ სახეში უყურებენ ერთმანეთს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქართველს ვერ წარმოუდგენია იჯდეს სუფრასთან და იყოს მრგვალი მაგიდის უფლებებში, აქ მაინცდამაინც უნდა პირველობა, თუ იგი თამადად არ აირჩიეს ან არ შეუძლია, მაშინ პირველობის მოპოვებამდე დასცინის თამადას და ყოველგვარ ნიადაგს აცლის”.