ამონარიდები შტეფან ცვაიგის რომანიდან – „მარიამ სტიუარტი”
„აბა ის რა დიპლომატია, ვისაც მძიმე წუთებში არ შეუძლია ისე იცრუოს, რომ არ გაწითლდეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იქ, საცა უნდობლობა არსებობს, ყოველთვის მოიძებნება მიზეზი უვნებელი ალის ყოვლისშთანმთქმელ ხანძრად გადასაქცევად”.
* * *
„პოლიტიკაში სიჯიუტე ყოველთვის იმარჯვებს დაუცხრომელ ძალაზე, გულმოდგინედ დამუშავებული გეგმა – იმპროვიზებულ აღფრთოვანებაზე, რეალიზმი – რომანტიკაზე”.
* * *
„სასწორი მუდამ ვერ იტორტმანებს, რომელიმე ფიალა უეჭველად გადაწონის”.
* * *
„ბრძენი პოლიტიკოსი ყოველთვის უარს ამბობს აუსრულებელ ოცნებაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამეფო კარისათვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა ადამიანი, ვინც მას ატარებს”.
* * *
„პოლიტიკა და გონება იშვიათად მიჰყვება ერთ გზას: ვინ იცის, იქნებ სწორედ ასეთი დაკარგული შემთხვევები განსაზღვრავენ ისტორიის დრამატულ მსვლელობას”.
* * *
„დიდი მოვლენები ერთ მოკლე ეპიზოდში იფეთქებენ ხოლმე სტიქიურად”.
* * *
„პოლიტიკურ ბრძოლაში ქალები მუდამ საშიშ თვისებას ამჟღავნებენ – ერთმანეთს წვეთ-წვეთად ასხამენ შხამს გულში და მტრობას აღვივებენ”.
* * *
„სიცოცხლეს უდიდესი მაცდუნებელი ძალა აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)