ამონარიდები შტეფან ცვაიგის რომანიდან – „მარიამ სტიუარტი”

„ბავშვები დიდებზე ბედნიერები არიან იმით, რომ არაფერი გაეგებათ პოლიტიკისა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პოლიტიკა ანგარიშს არ უწევს გრძნობებს”.

* * *

„პოლიტიკა ყოველ დროში პარადოქსების მეცნიერება გახლდათ”.

* * *

„ადამიანი, ვინც პოლიტიკას დაუმორჩილა თავისი ბედი, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, სულ სხვა კანონებს ემორჩილება”.

* * *

„პოლიტიკა ბუნებაზე უფრო მოუთმენელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანს არ შეუძლია თვითონ განაგოს საკუთარი ბედი”.

* * *

„ცხოვრებაში ყველას დაუშვია გამოუსწორებელი შეცდომა”.

* * *

„ჭეშმარიტ მბრძანებელს ყველაფრის მოთმენა და პატიება შეუძლია, მაგრამ თავის ძალაუფლებაში დაეჭვებისა კი არა”.

* * *

„როგორც კი პოლიტიკაში ნათელი და ლოგიკური იდეა გაიბრწინებს, უგუნური გადაწყვეტილებით ამახინჯებენ”.

* * *

„უტაქტო საქციელი უფრო მეტ ბოროტებას გააღვივებს ქალებში, ვიდრე აშკარა შეურაცხყოფა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება