ამონარიდები სოფოკლეს ტრაგედიიდან – „ოიდიპოს მეფე”

„დრო თვითონ გამოაჩენს კაცის სიმართლეს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოკვდავთა შორის ნეტარი არვინ არ მეგულება”.

* * *

„საღი გონება არასოდეს ჩაიდენს ბოროტს”.

* * *

„კარგი მეგობრის გაძევება, მე ასე ვიტყვი, იმას მიაგავს, რომ სიცოცხლე განაგდო ტკბილი”.

* * *

„სამართლიან კაცს დრო სჭირდება გამოსაჩენად, ხოლო ავკაცის გამოცნობას ერთი დღეც ჰყოფნის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამპარტავნება წარმოშობს ტირანს”.

* * *

„ვისაც ავის ქმნა არ აშინებს, არც სიტყვა აფრთხობს”.

* * *

„უკეთუ მართავ ამ ქვეყანას და თუკი უფლობ, განა დაცლილი, ხალხით სავსე იუფლე იგი; რაღა აზრი აქვს სიმაგრეს და ან კიდევ ხომალდს, თუკი სრულიად დაიცლება ხალხისგან იგი?!”

* * *

„ისევ ნაცადთა რჩევას მოაქვს კარი შედეგი”.

* * *

„ამ მიწაზეო, ბრძანა ღმერთმა, რასაცა ვეძებთ, ვპოულობთ კიდეც, ჩვენ მას ვკარგავთ, რასაც არ ვეძებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>