ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”

„განადგურების ინსტიქტი, საუბედუროდ, ყოველი კაცის გულში ბუდობს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე ვერ ვიტან ჯაშუშებსა და ფსიქოლოგებს, ყოველ შემთხვევაში, ისეთებს, რომლებიც სულში მიძვრებიან. მე არავის ვეპატიჟები ჩემს სულში, ანუ არავინ მჭირდება!”

* * *

„აბა, სოციალიზმში რა ყრია: ძველი გაანადგურო და ახალი არაფერი შექმნა”.

* * *

„ჩვენ მარტო ერთხელ გვინდა ღერძი დედამიწის ასაწევად. მერე ყველა და ყოველი თავისით აღდგება!”

* * *

„ო, დააცადეთ ახალ თაობას, წამოიზარდოს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საკუთარი ჭკუა ახლა ძალიან ცოტას აქვს”.

* * *

„ხალხს შენჯღრევა უნდა”.

* * *

„ – არ გვინდა ჩვენ დიდი ნიჭის ხალხი. დიდი ნიჭის ადამიანებს მუდამ ძალაუფლებისაკენ ეჭირათ თვალი და მუდამ დესპოტები იყვნენ. დიდი ნიჭის ადამიანები არ შეიძლება დესპოტები არ იყვნენ, ისინი მუდამგზის უფრო რყვნიდნენ ხალხს, ვიდრე სარგებლობა მოჰქონდათ. მათ გააძევებენ ანდა მოკლავენ, ციცერონს ენას ამოაჭრიან, კოპერნიკს თვალებს დასთხრიან, შექსპირს ქვებით ჩაქოლავენ”.

* * *

„საიდუმლო ფული ღირს”.

* * *

„კურთხეული რუსეთი ფიცრისგან ნაგები ქვეყანაა, ღატაკი და… საშიში ქვეყანა, სადაც ბატონებად ქედმაღალი გლახაკნი სხედან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>