ამონარიდები დოსტოევსკის რომანიდან – „ძმები კარამაზოვები”
„ვისაც ადამიანი უყვარს, იმას ადამიანური სიხარულიც უყვარს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის სულს ძალიან ბევრს ვერ მოსთხოვ, გულმოწყალე უნდა იყო”…
* * *
„სულელები იმიტომ არსებობენ, რომ მათგან ჭკვიანმა იხეიროს”.
* * *
„ჩვენ ხალხის თვალწინ გვიყვარს ცხოვრება, მათთვის მაშინვე გულის გადაშლა და მაშინვე ყველაფრის მოყოლა, თუნდაც ჩვენი ყველაზე ინფერნალური და საშიში იდეებისაც კი; გვიყვარს ყველაფრის ხალხისთვის გაზიარება და გაურკვეველია, რატომ, მაგრამ მათგანაც მაშინვე ვითხოვთ, – მათაც საპასუხო სიმპათიით გვიპასუხონ, ჩვენი საზრუნავი და სადარდებელი გაიზიარონ, დაგვეთანხმონ და წინ არაფერში აღგვიდგნენ, თორემ გავბრაზდებით”.
* * *
„ყველაფერი, რაც ჭეშმარიტია და მშვენიერი, მუდამ აღსავსეა მიტევებით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედისწერა საშინელი რამ არის”.
* * *
„ჩვეულებრივ, ცხოვრებაში ასე ხდება, რომ ორ ურთიერთსაწინააღმდეგოს შორის, სიმართლე შუაში უნდა ეძებო”.
* * *
„ღმერთო, რა საოცარი ამბები ხდება დღეს”.
* * *
„უკვე კარგახანია აღარაფერი მიკვირს”.
* * *
„თუ სიბინძურის თქმას აპირებ, გირჩევნია გაჩუმდე”. – (ავტორი გენია.ჯი)