ამონარიდები სოფოკლეს ტრაგედიიდან – „ანტიგონე”

„ქმნა ზედმეტისა უგუნურება თუ არის მხოლოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედნიერია იგი, ვისაც არ განუცდია უბედურება არანაირი”.

* * *

„კეთილს და ბოროტს ერთი ხვედრი როდი ეკუთვნის”.

* * *

„მკვდარიც რომ იყოს, მაინც მტრადვე დარჩება მტერი”.

* * *

„მრავალი არის საკვირველება, ადამიანზე საკვირველი კი არრაა ქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საშინელია, ცრუდ თუ ფიქრობს ფიქრისას ვინმე”.

* * *

„სად გაგონილა, ბოროტმოქმედს ფარავდნენ ღმერთნი?”

* * *

„კაცთათვის ქვეყნად არ შობილა ადათი რამე ვერცხლზე ბოროტი”.

* * *

„აზრი არა აქვს შეუძლებელს მოჰკიდო ხელი”.

* * *

„ჭირთაგან არავინაა მოკვდავთა შორის სრულად დახსნილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება