ამონარიდები ლევ ტოლსტოის რომანიდან – „ანა კარენინა”

„ – დიახ, ღმერთი გვაძლევს ჯვარს და ძალასაც გვანიჭებს მის სატარებლად”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არავითარი მოღვაწეობა არ შეიძლება იყოს მყარი, თუ მას საფუძვლად პირადი ინტერესი არ უდევს. ეს საყოველთაო ფილოსოფიური ჭეშმარიტებაა”.

* * *

„ყოველგვარ ადამიანურ მწუხარებაში მარტოოდენ სიყვარული და რწმენა იძლევა ნუგეშს”.

* * *

„ზოგჯერ ისეთი დროა, რომ მთელ თვეს ათ შაურად მისცემ, ზოგჯერ კი, რაც უნდა ფული შემოგთავაზონ, ნახევარ საათსაც ვერ დათმობ”.

* * *

„არსებობს სულიერი ცხოვრებაც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საზოგადოებაში ისე უნდა გეჭიროთ თავი, რომ ბოროტ ენებს საბაბი არ ჰქონდეთ, რაიმე თქვან თქვენს საწინააღმდეგოდ”.

* * *

„ქრისტე მოწყალეა და მისთვის უმნიშვნელო მწუხარება არ არსებობს”.

* * *

„ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს”.

* * *

„ყველა დროის ფილოსოფიის მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო, რომ მოენახა პირადსა და საზოგადოს შორის არსებული უცილობელი კავშირი”.

* * *

„გამოსავალი ყოველ მდგომარეობას აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება