ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – ქონებით კმაყოფილი არავინ გვინახავს, საკუთარი ჭკუით კი ყველა კმაყოფილია!” – ლევ ტოლსტოი (ანა კარენინა)
* * *
„არაფერია იმაზე უმაღლესი და ძლიერი, ჯანმრთელი და სასარგებლო, როგორიც კარგი მოგონება, განსაკუთრებით ბავშვობიდან და მშობლიური სახლიდან გამოყოლილი”. – თედორე დოსტოევსკი (ძმები კარამაზოვები)
* * *
„სიავისათვის არავინაა მიუწვდომელი”. – სოფოკლე (ოიდიპოსი კოლონოსში)
* * *
„კაცს მხოლოდ ჯანმრთელობა ჰქონდეს და წმინდა სინდისი”. – ლევ ტოლსტოი (ანა კარენინა)
* * *
„გამარჯვებული ყოველთვის იყენებს თავის უფლებებს დამარცხებულზე”. – შტეფან ცვაიგი (მარიამ სტიუარტი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება მაშინ უფრო ლამაზია, როცა ვინმე კარგად და სამართლიანად იქცევა!” – თედორე დოსტოევსკი (ძმები კარამაზოვები)
* * *
„უნდა იბრძოლო, რომ უკეთესად, ბევრად უკეთესად იცხოვრო”. – ლევ ტოლსტოი (ანა კარენინა)
* * *
„ღმერთის განაჩენი ღირსეულად ატარეთ მუდამ”. – სოფოკლე (ოიდიპოსი კოლონოსში)
* * *
„სიტყვა თავის თავშივე შეიცავს მის საწინააღმდეგოს”. – ჯორჯ ორუელი (1984)
* * *
„შემოქმედისთვის იმდენადვე სანუკველია ქმნილება მისი, რამდენადაც ზედაღბეჭდილა სულისა წმინდის მხურვალება წარუხოცელი”. – დანტე ალიგიერი (ღვთაებრივი კომედია) – (ავტორი გენია.ჯი)