ამონარიდები ლევ ტოლსტოის რომანიდან – „ანა კარენინა”
„რა შეუძლია სამართლიანობაზე თქვას იმ ადამიანმა, რომელმაც არც კი იცის, რა არის სამართლიანობა?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ, რაც უფრო მეტს იმუშავებენ გლეხები, მით მეტი მოგება ექნებათ ვაჭრებს”.
* * *
„ხალხის გასანათლებად საჭიროა სამი რამ: სკოლები, სკოლები და კიდევ სკოლები…”
* * *
„თუ აპატიებ, მაშინ სულ უნდა აპატიო”.
* * *
„ეგრეთ წოდებული განათლებული საზოგადოება გლეხზე მაღლა როდი დგას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალები უფრო მატერიალისტები არიან, ვიდრე მამაკაცები”.
* * *
„ყოველგვარ პროგრესს თვით ხელისუფლებამ უნდა ჩაუყაროს საფუძველი”.
* * *
„ჯერ იმას უნდა ეშველოს, რითაც ხალხია დაბეჩავებული”.
* * *
„ – აი, ჩემი აზრი. ქალი დაბრკოლებაა, რომელიც წინ ეღობება მამაკაცის მოქმედებას. ძნელია, ქალი გიყვარდეს და გააკეთო რამე. ამისათვის არსებობს ერთი საშუალება. რომ ეს სიყვარული მოხერხებული იყოს და დამაბრკოლებელი არ გახდეს – ეს ცოლის შერთვაა”.
* * *
„ღმერთო ჩემო, რამდენი სისულელეა ამქვეყნად!” – (ავტორი გენია.ჯი)