ამონარიდები ლევ ტოლსტოის რომანიდან – „ანა კარენინა”
„შეუძლებელია საღმა აზრმა ნაყოფი არ გამოიღოს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გამიგონია, ქალებს ხშირად ბიწიერი ადამიანების კი უყვართო”.
* * *
„მოვალეობა უფლებებთან არის დაკავშირებული”.
* * *
„ამა თუ იმ მეცნიერების ავ-კარგის სრული აწონ-დაწონა ძნელი საქმეა”.
* * *
„ – როცა შენთვის ნათელი გახდება, რომ დღეს თუ ხვალ მოკვდები და შენგან აღარაფერი დარჩება, ყველაფერი არარაობად გეჩვენება! მეც ჩემი აზრი დიდად მნიშვნელოვანი მგონია, ის კი თურმე, კიდეც რომ აღვასრულო, ისევე უმნიშვნელოა, როგორც ამ ძუ დათვის თავიდან მოცილება. ასე გადის ცხოვრება, ირთობ თავს ნადირობით, მუშაობით, მხოლოდ იმიტომ, რომ სიკვდილზე არ იფიქრო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისაც შედეგი უნდა, ის საშუალებებსაც არ ერიდება”.
* * *
„წაქცეულის ცემა უწესობაა”.
* * *
„ქალი მოკლებულია უფლებებს იმის გამო, რომ განათლება არა აქვს, განათლება კი იმიტომ არა აქვს, რომ უფლებები არ გააჩნია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქალთა დამონების საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი და ძველისძველია, რომ ჩვენ ხშირად არ გვინდა ჩავიხედოთ იმ უფსკრულში, რომელიც მათ ჩვენგან აშორებს”.
* * *
„ყველა მდგომარეობას შეიძლება თავი დააღწიო”.
* * *
„ – ჩემი შეხედულებით, სხვა ხალხზე ზემოქმედება შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც აქვს უმაღლესი განვითარება”… – (ავტორი გენია.ჯი)