ამონარიდები როჟე მარტენ დიუ გარის დიდებული რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”

„ცეცხლთან სათამაშოდ მუდამ მოიძებნება გაუფრთხილებელი ხალხი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – არსებითად, ნიჭი თითქმის არაფერს ნიშნავს, თუმცა აუცილებელი კია… მთავარია მუშაობა. შრომის გარეშე ნიჭი – ფოიერვერკია… წამით თვალს მოგჭრის, მერე კი აღარფერი რჩება”.

* * *

„საკმარისია ადამიანს ოდნავ დაუცდეს ფეხი და მაშინვე იწვნევს უბედურებას”.

* * *

„ბედნიერი ცხოვრების უპირველესი პირობა – დამოუკიდებლობაა”.

* * *

„ადამიანს ღმერთმა წილად არგუნა შინაგანი განცდები, შინაგანი ბრძოლა მუდამ ატაროს”… – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არიან ისეთი ადამიანები, რომელნიც საკუთარ ტვინს ისე კი არ იყენებენ, როგორც საკუთარ ორგანოს, არამედ როგორც იარაღს”…

* * *

„ძალიან ძნელია პასუხისმგებელი ხალხის ადგილას წარმოიდგინო თავი!”

* * *

„ – განა უაზრობა არაა, რომ ჩვენში, საყოველთაო საარჩევნო უფლებისა და დემოკრატიული წყობის ქვეყანაში, ომის გამოცხადების უფლება მთავრობას ეკუთვნოდეს?.. არც ერთ მთავრობას, არც ერთ ქვეყანას ომის გამოცხადების ან დათანხმების უფლება არ უნდა ჰქონდეს მოქალაქეთა უმრავლესობის ფორმალური სურვილის გარეშე! როცა საქმე ეხება ხალხის სიცოცხლისა თუ სიკვდილის საკითხს, კანონიერია ანგარიში გაეწიოს ხალხის ნებასურვილს, და იგი სავალდებულოც უნდა იყოს”.

* * *

„დაიცვა ის, რაც გაქვს და თუ შემთხვევა მოგეცემა, მიითვისო ის, რაც მეზობელს ეკუთვნის! აი, კაპიტალიზმის მთელი პოლიტიკა, სულერთია ეხება საქმე კერძო პირებს თუ მთელ ერს”…

* * *

„შინაგანი ბრძოლის დროს ყოველი ადამიანი ისევე მარტოსულია, როგორც სიკვდილის დადგომის დღეს”… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>