ამონარიდები უილიამ შექსპირის ტრაგედიიდან – „ჰამლეტი”

„ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეგე წესი საერთო არის: რაც ცოცხალია, ყველა კვდება და მიწას სტოვებს საუკუნოსთვის”.

* * *

„როგორც ვატყობ, კაცს სიბერეში თვის აზრისადმი ჩაციება ისე სცოდნია, ვით სიყმაწვილეს გაფრთხილება აკლია ხოლმე”.

* * *

„დაფარვას მეტი ვნება მოჰყვება, ვიდრე წყენა გამხთლებანია”.

* * *

„მოკლე სიტყვა სულია ჯაჭვისა, გრძელი სიტყვა კი მხოლოდ მისი სამოსელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ოჰ, ღმერთო, ღმერთო! ყველა საქმე ამ წუთის სოფლის როგორ ფუჭია, უნაყოფო, დაობებული”.

* * *

„ჰოი, საზარო, საშინელო უსჯულოებავ!”

* * *

„საქმეც და სურვილიც ყველას თავის აქვს”.

* * *

„მარტო მთვარეს რომ გადაუშალოს ქალმა გულმკერდი, უბიწოებას თვისას იგი მითაც შებღალავს”.

* * *

„ყური მიაპყარ სხვების აზრსა, შენი დაჰფარე”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება