ამონარიდები ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „დედოფალი მარგო”
„ამქვეყნად არასოდეს არაფერში არ უნდა იყოთ დარწმუნებული”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ კეთილი საქმეები ვაკეთოთ და სხვებმა, რაც უნდათ, ის თქვან”.
* * *
„ქალები არასოდეს არ არიან ისე ძლიერნი, როგორც დამარცხების შემდეგ”.
* * *
„ოჰ, როგორ მახინჯდება საუკეთესო აზრები და საქმეები, როცა პირიდან პირში გადადის”.
* * *
„როცა ქორწინება უდიდესი ბედნიერება არ არის, იგი თითქმის ყოველთვის უდიდესი უბედურებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალი ქალს არასოდეს აპატიებს, თუნდაც ათვალწუნებული მამაკაცის წართმევას”.
* * *
„ყველაზე დიადი, ყველაზე მძლავრი, ყველაზე მოხერხებული ის კაცია, ვისაც ლოდინი შეუძლია”.
* * *
„პლუტარქე ამბობს: კარგია სული მწუხარებით ავარჯიშო, კუჭი – შიმშილით”.
* * *
„ჭეშმარიტი სიყვარული პატივმოყვარულია”.
* * *
„რამდენი ბედნიერებაა ამ ერთ სიტყვაში: თავისუფლება!” – (ავტორი გენია.ჯი)