ამონარიდები უილიამ შექსპირის პიესიდან – „რიჩარდ მესამე”
„ეს ქვეყანა გაუკუღმართდა და სად არწივნი ვერა ბედავენ დასხდომასაც კი, იქ ჭინჭრაქები ნავარდობენ; სად წუწკნი გლეხნი გააზნაურდნენ, დიდებულნი იქ გლეხდებიან”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თვით მხეცმაც იცის სიბრალული უმძვინვარესმა. მაშ თუ არ ვიცი სიბრალული, მეტიც არ მეთქმის”.
* * *
„არსად ყოფილა სჩანს, სიმართლე”.
* * *
„იმედის ნება ყველასა აქვს”.
* * *
„ვინც კი მაღლა სდგას, ყოველ მხრიდან მათ ქარი არყევს, და როს ცვივიან, იმსხვრევიან ნაკუწ-ნაკუწად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სინდისი მორცხვი, გაუბედავი აჩრდილია; ადამიანს გულს უღელვებს და ყველგან გზაზედ წინ ეღობება”.
* * *
„ღმერთმა ყოველ შფოთს მონდევნოს კეთილი ბოლო”.
* * *
„ვისაც კეთილცხოვრება სურს, თავით თავს უნდა მიენდოს და სინდისზედ კი ხელი აიღოს”.
* * *
„ის არის ძნელი, რომ არწივნი დაუმწყდევიათ, ქორ-ძერანი კი თავისუფლად ასპარეზობენ”.
* * *
„გულით მოლბით, სული იხსენით”. – (ავტორი გენია.ჯი)