ამონარიდები უილიამ შექსპირის პიესიდან – „ოტელო”
„თქმა დამტკიცება როდი არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამსახურს მუდამ ეგ ჭირი სდევს: წინ იგი დგება, ვისაც კი შესწევს გვაროვნობა, ძლიერთ წყალობა, – ერთი არ იჭერს ჯერისამებრ მეორის ადგილს”.
* * *
„მე ეს ოთხჯერ შვიდი წელიწადია ქვეყანაზედ დავღოღიალებ და რაც კარგისა და ავის გარჩევა შევიძელ, ერთი კაცი არ შემხვედრია, რომ თავის თავის ყადრი ესმოდეს”.
* * *
„გონება იმისთვისა გვაქვს, რომ გაცოფებული გულისთქმა გაგვიგრილოს”.
* * *
„ბნელი ღამე და ჯოჯოხეთი ხელშეწყობილნი დაჰბადებენ საზარელ ნაყოფს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლამაზ და ჭკვიან ქალს ეს უნდა მცნებადა ჰქონდეს, – კარგად გამორჩეს სილამაზეს, ჭკუას ხმარობდეს”.
* * *
„ღმერთმა ინებოს, რომ ვით ჟამი და დრო გვემატვის, ისე გვემატოს სიყვარული და სიტკბოება”.
* * *
„ამბობენ, ლაჩრებიც კი, როდესაც ვისამე შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოსო”.
* * *
„ავაზაკობა თვის სანატრელს როს მიაღწევს, მხოლოდ მაშინღა გამოიჩენს ჭეშმარიტ სახეს”.
* * *
„ნეტავი ხალხს სხვა რამ შესაქცევი მოეგონა ღვინის მაგივრად”. – (ავტორი გენია.ჯი)