გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ცოტნე”

“ის,რაც დასავლეთის ჯვაროსნებმა ვერ შესძლეს,ქართველებმა უნდა აღასრულონ.ზურგიდან უნდა დავარტყათ ფრანგებთან პირისპირ ომით გართულ მუსულმანებს,იერუსალიმში სხვაზე ადრე ქართველთა ლაშქარი უნდა შეიჭრას და ურჯულოთაგან სამუდამოდ უნდა გავათავისუფლოთ წმინდა მიწა-წყალი,მეფეთ-მეფე თამარი დიდი ხანია ფიქრობს ამ შორეულ და სახელოვან ლაშქრობაზე.მას შემდეგ,რაც ბიზანტიის ძლიერება დაემხო,აღმოსავლეთში საქართველოს მეტი სხვა ძალა აღარ არის.საქართველოს ლაშქარმა უნდა გამოიხსნას ქრისტეს საფლავი და იერუსალიმი ჩვენს სამეფოს შემოუერთოს.ეს არის უდიდესი ვალი უფლის ჩვენის ქრისტეს წინაშე.ამ ვალის აღსრულებაში ყველა ქართველმა უნდა დაიდოს წილი და ამით დაიმკვიდროს ორივე ქვეყნის დიდება და საუკუნო ცხოვრება”. (ავტორი გენია.ჯი)