Tag Archives: გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ცოტნე”

გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “დიდი ღამე”

https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/a/a4/ImagesCAUUAUE1.jpg“მაშ რისთვისღა ჰყავდა ხალხებს წინასწარმეტყველები,რისთვისღა თქვა საკუთარ არსებაზე უარი ბუდამ,ან ქრისტე რად ეწამა ჯვარზე,ან მაჰმადმა რაღად იქადაგა ახალი სარწმუნოება,თუ ადამიანების მოქმედების განმსაზღვრელად ისევ და მაინც ერთიმეორის კვლა და მტრობა,ერთი ერის მიერ მეორეზე ბატონობა დარჩებობა?!

გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება”

” – ადამიანის ბევრი უგუნურება ხშირად ბრალდება ღმერთს, – განმარტა სარგისმა, – და იქნებ მართალი ახსნაც არის,რადგან ღვთის უნებურად არც რამ კეთილი ხდება ამქვეყნად და არც რამ ბოროტი,რაკი სარწმუნოება იმას გვიქადაგებს,რომ მიზეზთა მიზეზი და დასაბამთა დასაბამი ღმერთია,ჩვენც,სასოწარკვეთილების ჟამს,ყველა უბედურებისთვის ღმერთსა ვთხოვთ პასუხს.

გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “დიდი ღამე”

“ყველა მტარვალის ბოლო ერთნაირია,მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ სტოვებთ ნებისყოფა,წინანდელზე მეტი დაჟინებითა და ღონისმოკრეფით აგრძელებენ ბრძოლას,რომელსაც უკვე აზრი აღარ აქვს და ძველებური რწმენით აკეთებენ საქმეს,რომელიც უკვე წაგებულია.

გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ცოტნე”

“ის,რაც დასავლეთის ჯვაროსნებმა ვერ შესძლეს,ქართველებმა უნდა აღასრულონ.ზურგიდან უნდა დავარტყათ ფრანგებთან პირისპირ ომით გართულ მუსულმანებს,იერუსალიმში სხვაზე ადრე ქართველთა ლაშქარი უნდა შეიჭრას და ურჯულოთაგან სამუდამოდ უნდა გავათავისუფლოთ წმინდა მიწა-წყალი,მეფეთ-მეფე თამარი დიდი ხანია ფიქრობს ამ შორეულ და სახელოვან ლაშქრობაზე.