გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “დიდი ღამე”

https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/a/a4/ImagesCAUUAUE1.jpg“მაშ რისთვისღა ჰყავდა ხალხებს წინასწარმეტყველები,რისთვისღა თქვა საკუთარ არსებაზე უარი ბუდამ,ან ქრისტე რად ეწამა ჯვარზე,ან მაჰმადმა რაღად იქადაგა ახალი სარწმუნოება,თუ ადამიანების მოქმედების განმსაზღვრელად ისევ და მაინც ერთიმეორის კვლა და მტრობა,ერთი ერის მიერ მეორეზე ბატონობა დარჩებობა?! თუ ერების ურთიერთობა საბოლოოდ ძალმომრეობაზეა დაფუძნებული და ერთი ერის ბედნიერება მეორე ერის უბედურებას ნიშნავს,მაშინ სამართლიანობა საერთოდ არა ყოფილა და სიკეთე არ არსებულა,ეს ქვეყანა ძლიერების საბატონოდ გაჩენილა,ხოლო სუსტებისათვის თავიდანვე მონობის უღელი ყოფილა გამზადებული,ერთს სამუდამოდ ბატონობა დაჰყოლია გაჩენის დღიდან,ხოლო მეორეს – საუკუნო მონობა.ძლიერები ამქვეყნიური სიკეთით ტკბებიან,უღონონი კი გაჯახირებულ სიცოცხლეს მხოლოდ იმად ინარჩუნებენ,რომ სული ედგათ და იარსებონ.

ასე არსებობდა საქართველოც დიდხანს,თითქმის დავით აღმაშენებლის გაჩენამდე.იმ დიდებული მეფის შემდეგ ქართველმა ხალხმაც ასწია თავი,წელში გაიმართა, და ამ ცხოვრების სიკეთის გემო,თავისუფალი არსებობის გემო და ეშხი გაიგო.სულ ახლახან დაიწყო ქართველობამ ადამიანური ცხოვრება,ლაღი,ბედნიერი სიცოცხლეც, და ნუთუ ისევ მონის უღელში უნდა გაჰყოს თავი საქართველომ,იმ უჩინარი კანონის ძალით,რომ ქვეყანაზედ მასზე ძლიერი გამოჩნდა და ამ ძლიერის ბედნიერება აუცილებლად თხოულობს მასზე სუსტი საქართველოს კვლავ გაუბედურებას.ნუთუ ეს კანონი მართლა დაუძლეველია და საქართველოს ბედის ჩარხუკუღმა შეტრიალება კვლავ გარდუვალია და აუცილებელი?!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ჩვენ,ყველანი მიწისაგან ვართ და მიწადვე უნდა მივიქცეთ.ულამაზესი ასული,რომელსაც ახლა ეხვევით,ხვალ მიწად იქცევა და ამ მიწისაგან,რომელსაც დაუფიქრებლად ადგამენ ფეხს,მექოთნე ყელმოღერებულ სურას გააკეთებს.იმ სურიდან სხვები დალევენ ღვინოს,როგორც შენა სვამ ახლა ამ ყელყელა სურიდან.დალევენ და არც დაფიქრდებიან,რომ ოდესღაც ის თიხაც უტურფესი ასული იყო,ხოლო ღვინის ეს ჯამი – უძლეველი ვაჟკაცის თავის ქალა..

რაღა აზრი აქვს ადამიანურ ზრუნვას,თუ განგებისაგან დადგენილ ამ ყველაზე საშინელ წესს ვერ შეცვლი,რად უნდა ადამიანს ცნობა და გონება,თუკი იგი უძლურია,ახსნას და დასძლიოს სოფლის ამაოება.ადამიანი განწირულია გაჩენის დღიდანვე.მას ისღა დარჩენია,ღვინის სმასა და ლამაზ ხათუნებთან ალერსში დაჰკარგოს დღისა და ღამის ანგარიში და ყელმოღერებული სურიდან სვას გონებისწამრთმევი ღვთაებრივი სასმელი”.

* * *

” – გეშინოდეს კაცისა,რომელსაც აღარც სახლი აქვს და აღარც თავშესაფარი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>