ამონარიდები ჰალდორ ლაქსნესის რომანიდან – „ისლანდიის ზარი”

„არავის არა ჰყავს იმდენი მტერი, რამდენიც მეფის მეგობრებს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მონანიება არავის ეხალისება”.

* * *

„როცა მძიმე ჟამი დგება, პირველად ღვთის მოწყალება კვდება”.

* * *

„მაღლა შეინავარდებ, დაბლა დაეცემიო, ნათქვამია. ასეა მოწყობილი ეს წუთისოფელი. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყოველთვის შუა ადგილის დაკავება სჯობს”.

* * *

„რარიგ წარჩინებულიც არ უნდა იყოს, ქალი ყოველთვის გაუგებს ქალს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგ ბედნიერს აქვე ენიჭება მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე”.

* * *

„სიმართლე რომ ითქვას, ახლა დედამიწაზე სასტიკი ამბები ხდება”.

* * *

„სიყმაწვილის განუსჯელობა – ეს ყველაზე მშვენიერი რამ არის, რაც კი ქვეყნად არსებობს”.

* * *

„თავისთავად სიწამხდრე – ყოველი ადამიანის სინდისის საქმეა, მაგრამ ხშირად ის ხდება სხვა დანაშაულობათა წყარო”.

* * *

„მართლმსაჯულება არაფერს არ ფარავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება