ამონარიდები ქეთევან ნუცუბიძის რომანიდან – „პეტრე იბერი”
„შეიძლება ისე წახვიდე ამ ქვეყნიდან, ვერც გაიგო, ვინა ხარ შენ. თავი ამოუცნობი დარჩება მით უფრო მას, ვინც შეუცნობელისაკენ მიისწრაფის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედი თავისით არ მოდის”.
* * *
„ყოველი ლამაზი ქალი ღირსია იყოს დედოფალი”.
* * *
„ – ზოგჯერ უბედურება შეიძლება ბედნიერების მომტანიც იყოს და მე მწამს, რომ განსაცდელნი მოევლინებიან ადამიანს გასაუმჯობესებლად, რადგან გარეშე განსაცდელისა არ შეიძლება სულიერი წარმატება. განსაცდელში გაჩნდება კაცის გულში რყევა, ღვთისა და სოფლის სიყვარული ერთმანეთს დაეჭიდება, მაშინ გაიგებს ადამიანი, ღვთისაა იგი თუ მიწისა”.
* * *
„საქმე ის არ არის, შენ რა გწამს, საქმე ისაა, როგორ გწამს, სიწმინდეა მთავარი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბოროტება არ არსებობს, ბოროტებას ჩვენ თვითონ წარმოვქმნით”.
* * *
„როდესაც კარგავ პირველობას მის გულში, ვინც შენთვის ყველაფერია, შენ უკვე მკვდარი ხარ”.
* * *
„ლოცვა შინაგანი კავშირია ზეციერთან და ყოველ გარემოში ერთნაირად ფასეული”.
* * *
„ადამიანს მეტად ამშვენებს ის, რასაც თვით მოიპოვებს”.
* * *
„საოცარია, მზე ნაღვლობდეს უღრუბლობას!” – (ავტორი გენია.ჯი)