ამონარიდები ოსკარ უაილდის ზღაპრების კრებულიდან – „ბროწეულის სახლი”

„რა ადგილიც გიყვარს, მთელი ქვეყანაც ის არის შენთვის”. – (ღირშესანიშნავი შუშხუნა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სული ადამიანის უკეთილშობილესი ნაწილია და ღვთისაგან გვაქვს ნაბოძები, რათა ღირსეულად მოვიხმაროთ. ქვეყნად არაფერია ადამიანის სულზე უძვირფასესი. მიწიერი სიამენი ვერ მოვლენ მასთან,მას მთელი მსოფლიოს ოქროს ფასი ადევს და მეფეთა ლალზე უძვირფასესია”. – (მებადური და მისი სული)

* * *

„ამ საწუთროში ბევრი ბოროტებაა”. – (ახალგაზრდა მეფე)

* * *

„რა ფასი ექნებოდა მეგობრობას, ადამიანმა რომ ვერ თქვას ის, რასაც ფიქრობს”. – (ერთგული მეგობარი)

* * *

„განა სიკვდილი ძილის ძმა არ არის?” – (ბედნიერი უფლისწული) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიყვარული ფილოსოფიაზე უფრო გონიერია და ძალაუფლებაზე უფრო ძლიერი”. – (ბულბული და ვარდი)

* * *

„ომში ძლიერი იმონებს სუსტს, მშვიდობის ჟამს კი მდიდარი – ღარიბს”. – (ახალგაზრდა მეფე)

* * *

„ჭეშმარიტი მიჯნური იტანჯება, მაგრამ სდუმს”. – (ღირშესანიშნავი შუშხუნა)

* * *

„კარგად ბევრი ირჯება, მაგრამ ძალიან ცოტა ლაპარაკობს კარგად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლაპარაკი უფრო ძნელია, ვიდრე საქმის გაკეთება და უფრო მეტი სიფაქიზეც სჭირდება”. – (ერთგული მეგობარი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – განა სიხარულს ის უნდა ეცვას, რაც ტანჯვამ შექმნა?” – (ახალგაზრდა მეფე)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>