ამონარიდები ქეთევან ნუცუბიძის რომანიდან – „პეტრე იბერი”
„როდესაც ჩვენ არ ვკიცხავთ დანაშაულს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიარებთ მას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღვთის სამსახური უმაღლესია”.
* * *
„რა საქმეც ხელთ აიღოს კაცმა, გაუთავებელი არ უნდა დააგდოს”.
* * *
„ყველა საქმეზე რომ დატუქსო ადამიანი და არაფერი მოუწონო, ვერას გააწყობ”.
* * *
„ – ქვეყანა ამოცანაა. ყოველი ადამიანი, ცხოველი, მცენარეც კი გამომცდელია შენი. რას შეიყვარებ, ან ვით შეიყვარებ – ეს პასუხია ჩვენი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგნი სიკეთეს მიიღებენ მარადიული ათვისებით, ზოგნი – დროებითი ათვისებით. მიმღები ცვალებადია, ამის გამო ცვალებადია ათვისებულიც”.
* * *
„ცდუნებას ვერ ასცდება ვერ ერთი სულიერი. მთელი ცხოვრება ცდუნებაა და ადამიანის დანიშნულებაც სწორედ ცდუნების დაძლევაა”.
* * *
„ცილისწამება ყველა სასჯელზე მძიმეა”.
* * *
„სულის ამაღლებაზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ათასგვარი საურავით თავის დატვირთვა”.
* * *
„კაცთაგან უმაღლესი ის კი არ არის, ვინც მრისხანებისას სხვა კაცი დასცეს, უმაღლესი ის არის, რომელიც მრისხანებისას თვით დაეცეს და რაგინდ გაძლიერდეს ცეცხლი ჯავრისა, მოთმინებით დაინელოს, თავის ბუნებას უპატრონოს. ვინ ქვა გკრას, შენ, ვითარცა ხემან მსხმოიარემან, ხილი აგემე”. – (ავტორი გენია.ჯი)