ამონარიდები ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანიდან – „ნადირთმჟლეტი”
„კარგი არაფერი ყრია იმაში, როცა დანარჩენებისაგან რითიმე გამოირჩევი. მაშინ შენ ან შურის ობიექტად იქცევი, ან თვით ხდები შურიანი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანი ყველა ერთნაირი როდია, ზოგჯერ დროა საჭირო, – ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ კაცს გული მთლიანად გაუველურდეს”.
* * *
„ვერაფერი საქციელია ჩუმად მიყურადება”.
* * *
„მამაკაცს გულმა როგორ უნდა გაუძლოს, როცა ხედავს, რომ ქალი საფრთხეშია და არ მიეშველოს?”
* * *
„ – ამქვეყნად ვინ მოთვლის, რამდენი კაცი ცდილობს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამბობენ, ნაუცბადევ მეგობრობას ხანგრძლივი მტრობა მოსდევსო”.
* * *
„ბუნება გვავალდებულებს, დავიცვათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, როცა შემთხვევა და ვითარება ამის საჭიროებას ქმნის”.
* * *
„ჩვენ ყველამ ვიცით, რა გვწადია, რა გვინდა, მაგრამ წინასწარ ვერ ვიტყვით, რისი მაქნისები ვართ, სანამ საქმით არ დავამტკიცებთ ჩვენს შესაძლებლობებს”.
* * *
„გასამრჯელო დიდი მაცდუნებელი რამაა”.
* * *
„ – არაერთხელ გამიგია, რომ ხშირად ვინც ბრძოლის წინ ბევრს იქადნდა, სინამდვილეში თურმე თავი არაფრით გამოუჩენია. სამაგიეროდ ვიცნობ ისეთებსაც, რომლებიც წინასწარ თავის ვაჟკაცობაზე არაფერს ლაპარაკობენ, მაგრამ ბოლოს საქმით დაუმტკიცებიათ, რომ სულაც არ ყოფილან ლაჩრები, როგორც ზოგიერთს ეგონა”. – (ავტორი გენია.ჯი)