ამონარიდები ზიგფრიდ ლენცის რომანიდან – „გერმანულის გაკვეთილი”
„არის ისეთი მომენტი, როცა არ შეიძლება საკუთარ ტყავზე იფიქრო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აღსრულებული მოვალეობით გამოწვეული სიხარული ბოლომდე მიყვანილი სიხარული უნდა იყოს, რომელსაც არაფერი დააკლდა და მთელი სიგრძე-განით იქნა განცდილი”.
* * *
„ყველაფერს თავისი დრო აქვს”.
* * *
„ერთხელ რომ შთაგონებას მიიღებ, მერე მთელი ცხოვრება გაგყვება”.
* * *
„ზღვას ის უყვარს, ვინც მის ჭირვეულობას იტანს, მას გადაუხსნის გულს, გაუზიარებს თავის ხასიათს და საიდუმლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დრო ყველაფერს გვიჩვენებს”.
* * *
„ – ხატვის აკრძალვა შეუძლებელია. მათ ალბათ ბევრი რამის აკრძალვა შეუძლიათ, ძალა მათ ხელშია, მაგრამ ხატვას ვერავის აუკრძალავენ. ეს აქამდე სხვებმაც სცადეს, დიდი ხნის წინათ. დაე ისტორიაში ჩაიხედონ. არასასურველი სურათების წინააღმდეგ სულერთია მაინც ვერაფერს გააწყობენ ვერც გადასახლებით, ვერც თვალების დათხრით. როცა კაცს ხელებს კვეთავდნენ, იგი პირით ხატავდა!”
* * *
„მეგობრობა კარგია, მაგრამ შეღავათის უფლებას არ იძლევა”.
* * *
„მოვალეობის აღსრულებას სიხარული მოსდევს თან”.
* * *
„დრო ჭკუის კარგი მასწავლებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)