ამონარიდები ტო ჰოაის რომანიდან – „დასავლეთი მხარე”

„ადამიანის ხვედრი დღითიდღე მძიმდება და მწარდება და პირველ ხანებში ფიჩხივით აბრიალებული ცხოვრება, მერე თანდათან ნაკვერცხლდება და ბოლოს ნაცარტუტად იქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რკინის ზოდი რომაა ქურაში, ისიც დნება და რბილდება, კაცი კი უფრო რბილია”.

* * *

„ამ ცხოვრებაში არის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, ვისაც ჩვენ ყველანი მივყვებით და ვისზედაც ვართ დამოკიდებულნი ცოტად თუ მეტად”.

* * *

„არეულობის ჟამს ღვთის შვილთ, მუდამ შენიღბვა და სიჩუმე მართებთ”.

* * *

„მხოლოდ სათნოება გადაარჩენს ადამიანებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც გინდა თქვი და ადამიანის გულის ნადების შეცნობა არც ისე იოლია”.

* * *

„უბედურება კენტად არასოდეს ეწვევა ადამიანს”.

* * *

„ – მოხუცებს გვიყვარს გარდასულ დღეთა გახსენება…”

* * *

„ვაი, ბედის ტრიალო!”

* * *

„ – სადაც არ უნდა გადავეგდე ქარს, ყველგან სამშობლოში გამოსაქცევ გზას ვეძებდი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება