ამონარიდები ქეთევან ნუცუბიძის რომანიდან – „პეტრე იბერი”

„დიდ ძალაუფლებას დიდი ცოდვებიც ახლავს თან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პასუხს ადამიანი უპირველეს ყოვლისა თავის წინაშე აგებს”.

* * *

„არ იფიქრო, თუ ბედით ყველაზე მაღლა დგეხარ, ყველას ჭკუითაც სჯობიხარ”…

* * *

„ცხოვრება თავის სიავეს არ მოიშლის”.

* * *

„სასწორი ყველასათვის ერთია, ასაწონი კი ათასგვარი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ის, რაც ჭეშმარიტებას არ შეიცავს, თვით დაეცემა”.

* * *

„წიგნის ბედი იმაზე არ არის, თუ შიგ რა დაგვიწერია, არამედ იმაზე, თუ ვის დაუწერია”.

* * *

„ – ღმერთს ბალახშიაც, ცაზეც ვხედავ, მაგრამ იგი ვერ ვპოვე ადამიანთა შორის”.

* * *

„ – ღმერთმა პატივი დამდო და ყველა ავი და ცუდი ადამიანი ჩემი მტერი გახადა”.

* * *

„ – სიკეთისათვის ქრისტე ჯვარს აცვეს. სამოთხის კარის გამღებს ლახვარი უგმირეს, უკვდავების მაუწყებელს ეკლის გვირგვინი არგუნეს!”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება