ამონარიდები რაფის (აკოფ მელიქ-აკოფიანის) ლიტერატურული ქმნილებებიდან…
„მეფემ რომ უკეთ გაიგოს ხალხის ტკივილები, ან უნდა თვითონ მივიდეს ხალხთან, ან ხალხს შეეძლოს მასთან მისვლა. და სანამ მასთან მისვლა შეუძლებელი იქნება, მუდამ შეცდომებს ექნება ადგილი”. – (ხაზ-ფუში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოლ-ქმრობა ძალზე მძიმე უღელია და თუ ქალი მოტყუვდა, მთელ თავის სიცოცხლეში უბედურზე უბედური იქნება”… – (ოქროს მამალი)
* * *
„ – ზედმეტი ქონება ვის გადაუყრია. ფულით ვინ გამძღარა?!” – (ოქროს მამალი)
* * *
„ – ბატონებო, კაცობრიობის განათლების და მისი პროგრესის ისტორია გვასწავლის, რომ ვერც ერთი საზოგადო დაწესებულება თავის ნამდვილ მიზანს ვერ მიაღწევს, თუ ამ დაწესებულების ორგანიზაცია კანონის ფარგლებში არ ჩამოყალიბდა”. – (თათოსები)
* * *
„ – სიყვარულის დამალვა არ შეიძლება. ის თვითონ იჩენს თავს. კაცი რაც უნდა გულჩათხრობილი იყოს, სიყვარულს მაინც ვერ მოერევა, ადრე თუ გვიან თავის თავს გასცემს”. – (ოქროს მამალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხომ გაგიგიათ – „ქურდი ქურდსა ჰპარავდა, ღმერთი ცაში იცინოდაო”. – (ოქროს მამალი)
* * *
„ – ასეა დედი, ასაკი სცვლის ადამიანს”. – (ვინ არის დამნაშავე)
* * *
„ვის შეუძლია იმის უარყოფა თუ რაოდენ დიდი ბედნიერება მოაქვს ოჯახში სიყვარულს, თავისუფლებას, ურთიერთგაგებას”. – (ოქროს მამალი)
* * *
„ – ეჰ, შვილო, მთელი ქვეყანა ფულს შეჰყურებს”. – (ოქროს მამალი)
* * *
„ – დიდება და პატივი მდიდრების ხვედრია, შვილო, ისინი ჩვენსავით საწყლებს იმიტომ ჩაგრავენ, რომ ცოცხლებმა თუ მკვდრებმა არაფერი დაიკლონ”… – (ზედსიძე) – (ავტორი გენია.ჯი)