ამონარიდები უილიამ ფოლკნერის რომანიდან – „ქალაქი”
„რამდენად გაგვიადვილდებოდა ცხოვრება, მარტო იმას რომ ვიჯერებდეთ, და იმასაც მთლად არ ვენდობოდეთ, რასაც საკუთარი თვალით ვიხილავთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შესაძლოა რამეს უყურებდე და ვერ ხედავდე, ისევე როგორც შესაძლოა უსმენდე და არ გესმოდეს”.
* * *
„არარას ყველაფერი სჯობს, რაც უნდა იყოს”.
* * *
„ზოგიერთი ისეთია, ოღონდ კი მოჰყვეს, ილაპარაკოს, და რას იტყვის და ვის ეტყვის, ვინ მოუსმენს, – მისთვის სულერთია”.
* * *
„ყოველივე, რაც კეთდება, ყოველთვის შეიძლება სწორადაც გაკეთდეს და უსწოროდაც. ჩვენ სწორად გვმართებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რადგან ქრისტიანი კაცი ვარ, ასე მაქვს გაბეჯითებული – ღვთის გაჩენილ სულიერს არც ერთი ქრისტიანი არ უნდა კლავდეს”.
* * *
„ – იცით, ერთმა კაცმა გზადაბნეული ძაღლი როგორ იპოვნა? დაჯდა ის კაცი, ჩემო ბატონო, და წარმოიდგინა – ძაღლი რომ ვყოფილიყავი, მე თვითონ საით გავიქცეოდიო, მერე ადგა, იქით გაემართა, იპოვნა ძაღლი და სახლში მიიყვანა”.
* * *
„სულ არარაობას რაღაცა სჯობია მაინც”.
* * *
„რამე ამბისგან თავის დახსნის საუკეთესო საშუალება ის არის, რომ იმ ამბავს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიაქციო”.
* * *
„თვით ჭაბუკური სიშლეგის დროსაც კი მოგვეხსენება ის ამბავი, რომ მარადიული არაფერია ამ ქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)