ამონარიდები როჟე მარტინ დიუ გარის რომანიდან – „ტიბოს ოჯახი”
„ხალხიც თავის მთავრობას წააგავს: პირველ ყოვლისა იმაზე ზრუნავს, თავის სასარგებლოდ მოაგვაროს საქმე”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობ, რამდენიც არ უნდა ეცადო, სრულ სიმართლეს მაინც ვერ იტყვი…”
* * *
„ადამიანში ჯერ კიდევ ღრმადაა გამჯდარი მტაცებლური, გამხრწნელი ინსტიქტი, რომლისაც თვითონვე რცხვენია,მალავს, მიუხედავად ამისა, მაინც სულს უღრნის და როგორც კი ამისთვის ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემა, მზადაა დაიკმაყოფილოს… რას იზამ, ადამიანი ადამიანია, ვერაფერს მოუხერხებ!..”
* * *
„თუკი მშვიდობა მხოლოდ ხალხის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული, ჩანს, იგი დიდ საფრთხეში ყოფილა!”
* * *
„ – თქვენ არც კი იცით, რომ აქვე, თქვენს გვერდით უამრავი უბედურია, ვისთვისაც ცხოვრება სხვა არაფერია, გარდა ყოველდღიური მძიმე მუშაობისა, წელმომწყვეტი შრომისა! მათ არ გააჩნიათ ჯეროვანი გასამრჯელო, არ გააჩნიათ ხვალინდელი დღის რწმენა, არ გააჩნიათ არავითარი იმედი! თქვენ იცით, რომ მათ ქვანახშირი ამოაქვთ, ფაბრიკებს აშენებენ. მაგრამ ერთხელ მაინც გიფიქრიათ იმ მილიონ ხალხზე, მთელი ცხოვრების მანძილზე ბნელ მაღაროში რომ იხრჩობიან? ან იმ უამრავ ხალხზე, ვისაც მექანიკური ქარხნების ხმაურში ნაადრევად აწყდებათ ნერვები? ან ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ გლეხებზე, რომელთა ხვედრი ყოველდღიურად ათი, თორმეტი, თოთხმეტი საათის განმავლობაში მიწაში ქექვაა, რათა ოფლით ნაშოვნი პროდუქტი მძარცველ შუაკაცებს მიჰყიდონ? აი, ესაა ადამიანთა გასაჭირი! ვაზვიადებ? არავითარ შემთხვევაში. ვლაპარაკობ იმას, რაც ჩემი თვალით მინახავს”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყალბი ცნობები გაცილებით მეტია ამ ქვეყნად, ვიდრე ნამდვილი. მიდი და გაარჩიე!”
* * *
„საკუთარი თავის რწმენა არასოდეს არ უნდა დაკარგო. მეტიც: მხოლოდ საკუთარი თავისა უნდა გჯეროდეს”…
* * *
„ღ ი რ ს ე ბ ა! ს ა მ შ ო ბ ლ ო! ც ი ვ ი ლ ი ზ ა ც ი ა! ახლა არ იკითხავთ, რა იმალება ამ სატყუარების ქვეშ? სამრეწველო ინტერესები, ბაზრების კონკურენცია, პოლიტიკოსებისა და საქმოსნების კომბინაციები; ყოველი ქვეყნის მმართველი კლასების დაუცხრომელი სიხარბე!”
* * *
„მტკიცე სულიერი ცხოვრება მხოლოდ იმის ხვედრია, ვისაც შეგნებული აქვს, ვინც ალღოს აუღებს საკუთარ ბედს და ყველაფერს მას შესწირავს”.
* * *
„ – მივხვდი, უაზრობაა გწამდეს, თითქოს სამართლიანობის გამარჯვებას ადვილად და სწრაფად მიაღწევს, და რომ კიდევ უფრო მეტი უაზრობა და ბოროტმოქმედებაა სასოწარკვეთას მისცე თავი!”
* * *
„ხალხის არათანაბარი პირობები, ამავე ხალხის არათანაბარი ბუნების ბრალია”. – (ავტორი გენია.ჯი)