ამონარიდები რაფის (აკოფ მელიქ-აკოფიანის) მოთხრობებიდან…
„ისეთი ქალები, რომლებსაც ხელთ უპყრიათ გამოჩენილი თანამდებობის პირთა აღვირი, ყოველთვის ყოფილან და არიან ამა თუ იმ დიდი ცვლილებების მიზეზნი, და თითქოს საგანგებოდ ჩასაფრებულნი უდარაჯებენ ადამიანების ბედნიერებას თუ უბედურებას”. – (აღთქმული მონაზონი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღვთის წინაშე დადებული დაპირების აღსრულება სხვა ყველა ადამიანურ მოვალეობაზე უწმინდესია”. – (აღთქმული მონაზონი)
* * *
„ – სიყვარულს, ჩემო მეგობარო, ადამიანი ხშირად გაცოფებამდე მიჰყავს”. – (უბედური რიფსიმე)
* * *
„დესპოტების ნიშანთვისებაა – თავიანთი ბარბაროსობა რელიგიური პირბადით შენიღბონ და სინდისის ქენჯნა კი უფლისადმი, ანდა ბედისწერისადმი ბრმა მორჩილებით დაიმშვიდონ”. – (აღთქმული მონაზონი)
* * *
„მხეცები რომ მხეცებია, იმათაც უყვართ თავიანთი შვილები”. – (აღთქმული მონაზონი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კვამლი ადამიანის არსებობის ნიშანია, და ამ მომხიბვლელი თვისების გამო მარტოხელა მგზავრს თავისკენ იზიდავს”. – (ბიბი-შარაბანი)
* * *
„ – ოჰ, სიყვარულო, სიყვარულო, უგუნურო სიყვარულო… რატომ გჩვევია სისულელეებით თავშექცევა, როცა გამოუცდელი ადამიანის გულში აგიზგიზდები”. – (აღთქმული მონაზონი)
* * *
„ – იცი რა არის სიყვარული? მან არ იცის დრო და მანძილი…” – (ერთი ქცევა მიწა)
* * *
„ზოგჯერ ღმერთი საგულდაგულოდ შეახვედრებს ხოლმე ორ ადამიანს, რომლებიც ყველაფერში ერთიმეორეს ჰგვანან”. – (აღთქმული მონაზონი)
* * *
„ – ჩვენს დროში ქალის ალალ-მართლობას ვინ ეძებს! უფულოდ არც ქალის სილამაზე, არც მისი სწავლა-განათლება, არც ჭკუა-გონება ჩალის ფასად არა ღირს… თუ ფული აქვს, გინდ ბრმა იყოს, გინდ ქაჩალი, უნამუსო, ორივ ფეხით კოჭლი, სასიძო ხელად გამოჩნდება. გაგონილა, უფულოდ და უმზითვოდ ვისმეს ქალი დაენიშნოს?..” – (ზედსიძე) – (ავტორი გენია.ჯი)